09:42 | 2021-12-02 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა ამოვიცნოთ კოვიდის ახალი შტამი და კარგავს თუ არა ძალას ვირუსი?

როგორ უნდა ამოვიცნოთ კოვიდის ახალი შტამი და კარგავს თუ არა ძალას ვირუსი?

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე “ომიკრონის” მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, რაც სამხრეთ აფრიკელი პაციენტების მცირე ჯგუფზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, ეს არის დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადების უფრო მაღალი შესაძლებლობა აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მონაცემები შეიცვალოს.

„სად არის საქართველო, როცა იძახიან, მწვანე პასპორტი ეს არის „მონობა” - გიორგი ფხაკაძე
2021-12-06„სად არის საქართველო, როცა იძახიან, მწვანე პასპორტი ეს არის „მონობა” - გიორგი ფხაკაძე

 

„რაც დასკვნის სახით შეიძლება ითქვას – ეს არის კოვიდის მარტივი, მსუბუქი მიმდინარეობის ვარიანტი, რომელიც თავის ტკივილითა და საერთო სისუსტით მიმდინარეობს, გრძელდება ორი დღის განმავლობაში და არც ერთ შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანის აუცილებლობა არ ყოფილა.

 

იმ პაციენტების მიმდინარეობა, რომლებიც კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, შეფასდა როგორც მსუბუქი და არ საჭიროებდნენ ჰოსპიტალში გადაყვანას.“ – განმარტავს ჩხაიძე.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ გამოცხადდება თუ არა კარანტინი – ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X