17:22 | 2021-01-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა უფასოდ – სააკაშვილის შეთავაზება საქართველოს მთავრობას

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა უფასოდ – სააკაშვილის შეთავაზება საქართველოს მთავრობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში დროულად დაიწყოს.

 

სააკაშვილი კონკრეტულ გეგმაზე საუბრობს, როგორ შეიძლება ქვეყანამ დამატებით უფასოდ მიიღოს ვაქცინა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 

ოპოზიციის წარმომადგენელი გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს 
2021-01-27ოპოზიციის წარმომადგენელი გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს 

 

„ახლა მთავარი საკითხი არის, რომ საქართველოში დროზე შევიდეს ვაქცინა. კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საართველოს მთავრობას. იმედია, რომ მოისმენენ. არის ასეთი ევროკავშირის წევრი კუნძული მალტა, რომელმაც მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე სჭირდებოდა. მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს, რომელთა შორის შედის საქართველოც. შეუძლებელია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გქონდეთ. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ეს ხელმისაწვდომი ინფორმაციაა ღია წყაროებიდან. რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი უფასოდ გადასცენ საქართველოს, რადგან ისინი აპირებენ უფასოდ გადასცენ ვაქცინა ქვეყნებს. რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი, რატომ არ ინძრევით.

 

არის ძალინ დიდი კორუფცია. უახლოეს პერიოდში მე ვაპირებ დაგიდოთ ყველა მასალა როგორ იპარავთ კონკრეტული სახელებით და გვარებით, ოპერაციებით კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე, ტანჯვაზე და თქვენ პოლიტიკურ დივიდენდებზე, რადგან იმედი გაქვთ, რომ სანამ კორონაა ხალხი ქუჩაში არ გამოვა. ისეთ მასალებს დაგიდებთ, რომ ქვას გახეთქავს, ახლა გეუბნებით, რომ მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა დროზე“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X