00:40 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა მიიღოთ 20-დან 106 ლარამდე კომუნალური დავალიანებების გადასახდელად დაფინანსება

როგორ უნდა მიიღოთ 20-დან 106 ლარამდე კომუნალური დავალიანებების გადასახდელად დაფინანსება

კომუნალური დავალიანებების დაფინანსება – ეს თბილისის მერიის პროგრამაა, რომელსაც უწყება დედაქალაქის მცხოვრებლებს სთავაზობს.

 

ამ სტატიიდან გაიგებთ, ვის და როგორ შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა:

 

რა არის პროგრამის არსი? 

 

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

 

სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:

 

ა) დასუფთავების მოსაკრებელზე:

ა.ა) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით;

ა.ბ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით;

ა.გ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით;

ა.დ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი 10 ლარის ოდენობით;

ბ) წყლის გადასახადზე 3,89 ლარის ოდენობით;

გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად.

 

როგორ უნდა მიიღოს პირმა ბენეფიტი?

 

კომუნალური სუბსიდია აისახება კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X