14:57 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა მიიღოთ მოზარდის სამკურნალოდ 250-300 ლარის უფასო მომსახურება

როგორ უნდა მიიღოთ მოზარდის სამკურნალოდ 250-300 ლარის უფასო მომსახურება

ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს. მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება, ერთი შეხედვით, სამედიცინო გაუგებარი ტერმინოლოგიის მიღმა საკმაოდ საჭირო სერვისით სარგებლობა შეუძლიათ.  აღნიშნული მომსახურება 5-17 წლის ასაკის მოზარდებისთვისაა გაკუთვნილი. თუ ოჯახში ამ ასაკის მოზარდი ჰყავთ და ფიქრობთ, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, შეგიძლიათ მერიის დაფინანსებით ისარგებლოთ.

 

“პრაიმტაიმი” ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამის შესახებ აუცილებელ ინფორმაციას გთავაზობთ:

 

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

 

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი? ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

1. მულტისისტემური ინტერვენცია ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც მოიცავს:

 

• მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მულტისისტემური ინტერვენციის განხორციელებას მულტისისტემური ინტერვენციის ცენტრში და მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკის მიერ პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და/ან სასწავლო დაწესებულებაში პროგრამაში ჩართვისას და დასრულებისას;

 

• გეგმიურ ამბულატორიულ კონსულტაციებს;

 

• მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსარგებლეთა შეფასებას, ინტერვენციის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, იმპლემენტაციას და მონიტორინგს;

 

• ინტერვენციის ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში ინდივიდუალური თერაპიების განხორციელებას (სისტემური ოჯახური კრიზისული თერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ბავშვთა და მოზარდთა ასაკს მორგებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიული შეხვედრები (ხელოვნებით თერაპია, თამაშის თერაპია და ა. შ.));

 

• საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ფსიქიატრიულ კონსულტაციებს;

 

• მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკის მიერ მოსარგებლის მონიტორინგს ბინაზე და/ან სასწავლო დაწესებულებაში პროგრამაში ჩართვისას და დასრულებისას.

 

2. აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს:

 

• მულტიდისციპლინური მობილური გუნდის მიერ მოსარგებლეთა შეფასებასა და ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავებას;

 

• რეგულარულ ვიზიტებს (არანაკლებ 6 ვიზიტი თვეში) საცხოვრებელ ადგილზე, 24 საათიან სატელეფონო კონსულტაციას;

 

მოსარგებლეთა სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგს;

 

მოსარგებლისა და ოჯახის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და ფსიქოგანათლებას;

 

• ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონირების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პაციენტის სტაციონირების უზრუნველყოფას;

 

• 24 საათის განმავლობაში სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

 

• საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინური გუნდის წევრის – ექიმი-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

 

ქვეპროგრამის კომპონენტის „მულტისისტემური ინტერვენცია ბავშვებსა და მოზარდებში” მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06; F20-F25; F31–F33; F40–F45; F90–F95; F98) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 5-17 წლის ასაკის ჩათვლით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.

 

ქვეპროგრამის კომპონენტის „აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა“ მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06.0; F06.2; F20-F21; F25; F31; F33) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 18 წლის ასაკის ზემოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, გარდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 01) დანართი N11-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებისა.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

 

1. „მულტისისტემური ინტერვენცია ბავშვებსა და მოზარდებში“ კომპონენტში მოსარგებლეთა ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს მომსახურების მიმწოდებელთან პირდაპირი მიმართვის ან ამავე მიმწოდებლის/პროფილური დაწესებულების მიერ მოსარგებლის რეფერირების შემთხვევაში;

 

2. „აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა“ კომპონენტში მოსარგებლეთა ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს მომსახურების მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციისას ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი სიის შესაბამისად და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას:

 

ა) მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06.0; F06.2; F20-F21; F25; F31; F33) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 18 წლის ასაკის ზემოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, გარდა გარდა სახელმწიფო პროგრამის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 01) დანართი №11-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებისა.

 

ბ) დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილას ჩასართავად მიმწოდებლის მიერ შესაძლოა შეირჩეს სახელმწიფო პროგრამის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 01) დანართი №11-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლე პირი, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ფიქსირდება:

 

• 3 ან მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა ან/და;

 

• ჰოსპიტალში ჯამში 5 თვე ან/და 5 თვეზე მეტხანს დაყოვნება.

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

 

1. ქვეპროგრამის კომპონენტით „მულტისისტემური ინტერვენცია ბავშვებსა და მოზარდებში“ გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება:

 

არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა;

 

• დაფინანსების ერთეულს წარმოადგენს ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული არანაკლებ ერთ საათიანი ინდივიდუალური ინტერვენცია, რომლის ღირებულება შეადგენს 25 ლარს;

 

ქვეპროგრამის ფარგლებში, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, თვეში ფინანსდება, არაუმეტეს 12 ინტერვენცია (მოსარგებლის/პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე), ხოლო დამატებითი ინტერვენციების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან;

 

ქვეპროგრამის ფარგლებში 1 ბენეფიციარზე ფინანსდება წელიწადში მაქსიმუმ 4 თვის ვაუჩერი, არაუმეტეს 48 ინტერვენცია.

 

2. ქვეპროგრამის კომპონენტით „აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა“ გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება:

 

არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა;

 

ქვეპროგრამით განსაზღვრული მოცულობის არასრული თვის შესრულების შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულად;

 

• დაფინანსება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

ავტორი: Prime Time

X