
თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდაზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, მათზე იზრუნებს პირველადი ჯანდაცვის ქსელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს.
„საგამოცდო სივრცეში ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, ბუნებრივია, დგება საეჭვო კოვიდის თემა და ამდენად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მინიმუმამდე შევამციროთ ტემპერატურის მომატების დროს კოვიდის ალბათობა.
თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, (2-3 დღით ადრეც)მათზე იზრუნებს პირველადი ჯანდაცვის ქსელი.
აბიტურიენტს ჩაუტარდება შესაბამისი შეფასება და საჭიროების შემთვევაში, PCR-ტესტირება, თუ ამას ოჯახის ექიმი საჭიროდ ჩათვლის.
რადგან 2-3 დღით ადრე ჩატარებული ტესტირება ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უსაფრთხოდ გამოვრიცხოთ კოვიდის არსებობა და აბიტურიენტი, რომელსაც შესაძლოა ტემპერატურა მომატებული ჰქონდეს ლ, გამოცდამდე დავუშვათ საგამოცდო სივრცეში”, – ამბობს გაბუნია.
ცნობისთვის: ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება.
სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება.























