19:17 | 2020-04-17 ავტორი: თამთა თორდია

როგორ უნდა მოიქცეს მრევლი, როცა სახლში რჩება – სასულიერო პირების რჩევები

როგორ უნდა მოიქცეს მრევლი, როცა სახლში რჩება – სასულიერო პირების რჩევები

როგორ უნდა მოიქცნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ვნების კვირაში სახლში დარჩნენ?

 

„პრაიმტაიმის“ ამ კითხვას სასულიერო პირები პასუხობენ:

 

იღუმენი საბა ქირია: 

 

„დღეს, წითელ პარასკევს, მრევლმა, ვინც სახლში რჩება, უნდა იფიქროს იმაზე, რომ მძიმე დღეა, ჯვარცმის დღეა, უნდა იფიქრონ ღმერთმა რატომ გააკეთა ეს?

 

ის ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუმატებთ ცოდვებს და სამყარო უკვე დიდ უბედურებად გადაიქცა.

 

ხომ ვხედავთ რამხელა ვირუსია და ჩვენ მაინც გარეთ გვინდა გამოსვლა. ადამიანის ერთი მთავარი ფუნქცია ისაა, რომ იჯდეს და ადიდოს ღმერთი.

 

სხვადასხვა ფორმები არსებობს ღმერთის დიდების. ამ შემთხვევაში უნდა იჯდეს სახლში იკითხოს სახარება და ადიდოს უფალი. ძალიან მცირედიც ეყოფა ადამიანს.

 

ლოცვა იმითი აძლიერებს ადამიანს, როდესაც შენ შეიგრძნობ, რომ შენ დანაშაული გაქვს და ცოდვილი ხარ, მაგ დროს შენ გინდა თუ არა ლოცვას იწყებ.

 

თუ დაფიქრდები ამ სამყაროში რა ხარ, ვინ ხარ და რატო ხარ, ამ დროს იწყებ ლოცვას, თან ისე იწყებ, რომ ვერ შეჩერდები“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში მღვდელმსახური საბა ქირია.

 

მამა ალექსანდრე გალდავა: 

 

„მე ჩემს მრევლთან ყოველ დღე მაქვს ონლაინ ჩართვები და ველაპარაკები. ასე, რომ მათთან კონტაქტი სულ მაქვს და რჩევებსაც ვაძლევ“, – ამბობს მამა ალექსანდრე გალდავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X