
ნიდერლანდელმა მოდელმა და Victoria’s Secret-ის „ანგელოზმა“ რომი სტრეიდმა თავის ფანებს აჩვენა, ორსულობისას როგორ უნდა შეიკრან ჯინსები, როცა წამოზრდილი მუცლის გამო ეს შეუძლებელი ხდება.
ეს მაგალითი 24 წლის სტრეიდმა თავის მაღალწელიან შარვალზე აჩვენა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ იცვამდა და ფეხმძიმობის ბოლო თვეებში დაუპატარავდა.
„ჯინსი წელზე აღარ მეტეოდა და ასეთი გამოსავალი ვიპოვე“ – ამბობს მოდელი.
ღილის შესაკვრელად გოგონამ თმის რეზინი გამოიყენა.
ნახეთ ვიდეო:























