
პანდემიის პირობებში ცხოვრებამ შეცვალა ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორისაც კი. ადრე, როცა ოჯახში დაძაბულობა იქმნებოდა შესაძლებელი იყო სახლიდან გასვლა, ფიქრი და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდება.
პანდემია, იზოლაციასთან დაკავშირებული სტრესი, უმუშევრობა, ეს და სხვა ფაქტორები იზოლაციის პირობებში შესაძლოა მოძალადისთვის მაპროვოცირებელი ფაქტორები გახდეს.
ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი კარანტინის პირობებში ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდით.
„თუკი ურთიერთობა უკვე ძალადობის ფორმას იღებს, ერთ-ერთი პირველი რჩევა არის, რომ მსხვერპლმა 112-ში დარეკოს. თუ სერიოზული ძალადობის შემთხვევაა, ამ დროს არც დაფიქრება და არც არავის დაზოგვა არ არის საჭირო. როცა შენ ადამიანს ასეთი რაღაც გემუქრება.
მეორე რჩევა არის, რომ როცა ასეთი სტრესული სიტუაციაა თუ არის ამის საშუალება, ადამიანი დაფიქრდეს კარგად გაანალიზოს, გამოთქვას თავისი დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ რაზეც ვთქვათ კამათი იწყება და გადადის კონფლიქტში და შესაძლოა ძალადობაშიც გადავიდეს, უბრალოდ ეს ძალიან რთულია ადამიანისთვის, რომ ვთქვათ ემოციებზე მოახდინო კონტროლი და შენი გონების ჩართვით გაუძღვე ამ პროცესს, ესეთ სიტუაციაში ძალიან რთულია მაგრამ თავისთავად შესაძლებელია.
რა თქმა უნდა არ შეიძლება, რომ თვალი დახუჭო და იგნორირება გაუკეთო, რაც შენს გარშემო ხდება.
ძალიან ხშირად გვახასიათებს ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, რომ „ახლა მე თავს შევიკავებ“, „გავჩუმდები“ „ამ ძალადობას მივიღებ“ ან „ავისხლეტ“ და „ამაზე ბავშვების გამო რეაგირება არ მექნება“. ამას ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჯობს, რომ დამხმარებას მიმართონ და სამწუხაროდ ახლა დახმარების საშუალებები შეზღუდულია და მხოლოდ ტელეფონით და ონლაინ შეიძლება.
ვთქვათ ვერ მიხვალ მეგობართან, რომელთანაც ამაზე ისაუბრებ და საუბრის დროს შე ნთვითონ გაიაზრებ, რა უნდა აკეთო ასეთ შემთხვევაში, როგორ შეცვალო შენი ქცევა, ან როგორ შეაცვლევინო ამ შემთხვევაში მოძალადეს ქცევა“, – ამბობს ფსიქოლოგი ჩვენთან საუბრისას.
„თუკი დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ, ამის მართვას, რომ კარგად გაარკვიოთ ის ძალადობრივი სიტუაცია რა მიზეზით არის გამოწვეული, რას ფიქრობ შენ ამასთან დაკავშირებით, ათქმევინო მოძალადეს რისი მიღწევა უნდა ამით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის დახმრება“
ფსიქოლოგი სტრესთან გამკვლავების იმ სტრატეგიებზეც საუბრობს, რომელიც პანდემიის პირობებში დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები.
„სოციალური ურთიერთობები არის გამკვლავების ყველაზე კარგი საშუალება: ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის ვარჯიშიც, წიგნის წაკითხვა, მუსიკის მოსმენა, ხატვა, მუსიკა – ყველაფერი რაც შემოქმედებას უკავშირდება. ამასთან, ადამიანს თუ შეუძლია, რომ თავისი საქმეები მოკლევადიანად დაგეგმოს და მიიღოს პატარ-პატარა გადაწყვეტილებები, ეს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია სტრესთან გასამკლავებლად.
ეს დაგეგმვა შესაძლოა იყოს არა გრძელვადიანი, არამედ დილა: „რომ გათენდება ჩამოწეროს – რა მაქვს გასაკეთებელი? სხვა სიატუაციაში თუკი უმნიშვნელო საქმეს ვეძახდი და ავტომატურად ვაკეთებდი, შესაძლოა ამას უკვე მე თვითონ მივანიჭო უფრო დიდი ფასი და ღირებულება“, – ამბობს ნანა აღაპიშვილი.
ცნობისთის: შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ამ ეტაპზე, პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება.
2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტურია 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის.






















