14:19 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მანქანაში ყოფნა კოვიდინფიცირებულთან ერთად გვიწევს

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მანქანაში ყოფნა კოვიდინფიცირებულთან ერთად გვიწევს

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ მანქანის მართვა ან მგზავრობა კოვიდინფიცირებულთან ერთად გვიწევს, სად არის მისთვის და თქვენთვის საუკეთესო ადგილი?

 

ოთხმა მეცნიერმა აშშ-ში ჩაატარა გამოკვლევა მანქანის შიგნით ჰაერის ნაკადის მოდელირებისთვის. კვლევის პასუხი სამეცნიერო ჟურნალ ScienceAdvances- ში გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას  „გარდიანი“ ავრცელებს. 

 

კვლევის მიხედვით, ისეთ დროს, თუ თქვენ კოვიდინფიცირებულთან ერთად გიწევთ მანქანის მართვა ან მგზავრობა,ვირუსის გავრცელების შესამცირებლად სასურველია მანქანაში ყველა ფანჯარა ღია იყოს, კოვიდინიფიცირებული კი უკანა სავარძელზე, ფანჯარასთან, რაც შეიძლება სხვებისგან მოშორებით უნდა იჯდეს.

 

კვლევის შედეგებს მკვლევრები მოკლედ ასე განმარტავენ:

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მაგალითისთვის, სამი ღია ფანჯრით მგზავრობა უკეთესია, ორ ღია ფანჯარასთან შედარებით. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ ფანჯარას გავხსნით ან დავხურავთ;

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ მანქანაში რომელიმე ფანჯარა დახურული იყოს, უმჯობესია ეს იყოს ფანჯარა, რომელთანაც არაინფიცირებული პირი ზის. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სხვა სამი ფანჯარა მაინც ღია უნდა იყოს.

 

 

ასევე, დაგაინტერესებთ: ეს სიმპტომები აჩვენებს, რომ კოვიდმა ტვინში შეაღწია – როგორ ხვდება ინფექცია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში

ავტორი: Prime Time

X