17:37 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

როგორ ვაკოცო?- დღეს იუბილარია სისტემა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვეკითხებით

როგორ ვაკოცო?- დღეს იუბილარია სისტემა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვეკითხებით

დღეს კორპორაცია Google 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღისთვის, Google-მა სადღესასწაულო ტორტის აპლიკაცია შექმნა.

არღვევს თუ არა ამირან გამყრელიძე რეგულაციებს - ფოტოები
2021-09-27არღვევს თუ არა ამირან გამყრელიძე რეგულაციებს - ფოტოები

 

Google 1998 წელს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა შექმნეს. დღეს Google ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული საძიებო სისტემაა მთელ მსოფლიოში. კორპორაციის ძებნის სისტემის წილი მსოფლიო ბაზრის 60%-ზე მეტია. ყოველდღიურად ის არეგისტრირებს 50 მილიონზე მეტ ახალ მოთხოვნას ძიებაზე და 8 მილიარდ ვებგვერდს უკეთებს ინდექსირებას. Google სხვადასხვა მასალებს 191 ენაზე ეძებს.

 

საქართველოში საძიებო სისტემების უმრავლესობა იყენებს გუგლს. ბევრს გაინტერესებთ თუ რას ეძებს ხალხი გუგლში ყველაზე ხშირად საქართველოში.

 

მსოფლიოს მასშტაბით Google-სთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორის ლიდერობს – „როგორ გავიკეთო ჰალსტუხი?“, ასევე კითხვა – „როგორ ვაკოცო?“

 

გთავაზობთ მთელ მსოფლიოშიGoogle-სთვის ხშირად დასმული კითხვების პირველ ათეულს. ყველა კითხვა იწყება სიტყვით – „როგორ“.

1. როგორ შევიკრა ჰალსტუხი?

2. როგორ ვაკოცო?

3. როგორ დავორსულდე?

4. როგორ დავიკლო წონაში?

5. როგორ დავხატო?

6. როგორ ვიშოვო ფული?

7. როგორ გამოვაცხო ბლინები?

8. როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი?

9. როგორ გავაკეთო ფრანგული ტოსტი?

10. როგორ მოვიშორო მუცელზე ზედმეტი ცხიმები?

ავტორი: Prime Time

X