15:57 | 2021-06-18 ავტორი: თეონა აბესაძე

როგორ ვმართოთ მაღაზიის მარაგები უფრო ეფექტურად?

როგორ ვმართოთ მაღაზიის მარაგები უფრო ეფექტურად?

თუ ფლობ მაღაზიას – სასურსათო იქნება ეს, ტექნიკის, ავტონაწილების, ზოო თუ სხვა, ალბათ უკვე იცი, რომ მარაგების მართვა საკმაოდ რთული პროცესია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს უჭირს ამ საკითხში, რადგან  მარაგების მართვისთვის არ გააჩნიათ  საკმარისი რესურსები.

 

დღევანდელ პირობებში, როდესაც ბიზნესებმა ეს ესაა განაახლეს ოპერირება და მაინცდამაინც კარგ შედეგზე ვერ გადიან, მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინსტრუმენტების შეთავაზება, რომელიც დაეხმარება სწორად განკარგონ ბიუჯეტი და კარგად გათვალონ თითოეული ნაბიჯი, რათა არ მიადგეთ ზიანი.

 

წარმატებისა და სწორად გათვლილი ქმედებებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა პროგრამული უზრუნველყოფაა, საქმე, რომელსაც წინა წლებში 2-3 ადამიანი აკეთებდა, სწორად შერჩეული პროგრამით უკვე შეიძლება ერთმა ადამიანმა აკეთოს.

რა არის ოპტიმო და როგორ ეხმარება ბიზნესებს?

ოპტიმო მარაგების  მართვის პროგრამაა, რომელიც მარაგებთან ერთად სხვა ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ბიზნესის წარმატებისთვის. მისი დახმარებით ძალიან მარტივად შეიძლება, განისაზღვროს კონკრეტულად რა პროდუქტი გჭირდებათ დღეისთვის, რომლის მიღება დაგჭირდებათ 3 დღეში და რისი შესყიდვა უნდა შეწყვიტოთ გარკვეული დროით. ოპტიმო გეხმარებათ განსაზღვროთ, რომელი პროდუქტია ყველაზე პოპულარული და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით დაგეგმოთ გაყიდვები.

 

სალაროს სწრაფი და მოქნილი პროგრამა ის მთავარი უპირატესობაა, რაც აადვილებს გაყიდვებისა და გადახდის პროცესს. უმარტივებს მოლარეებს ცვლების გადაბარებას.

 

ოპტიმოს საშუალებით დისტანციურადაც კი შესაძლებელია შემოსავლებისა და შესყიდვების აღრიცხვა. ამასთან, ოპტიმო იძლევა მზა სტატისტიკებსა და ანალიტიკას, რომლის გაანალიზებით შეიძლება გადაიდგას სწორი ნაბიჯები წარმატებისკენ.

როგორ ხდება ოპტიმოს სერვისით სარგებლობა?

თუ გსურს ისარგებლო ოპტიმოს სერვისით, მოითხოვე დემო https://optimo.ge/request-demo,

ოპტიმოთი სარგებლობა ​​თვეში მხოლოდ 40 ლარიდან შეგიძლია, პირველი თვის განმავლობაში კი უფასოდ შეგიძლია გამოცადო მისი შესაძლებლობები.

მართე და განავითარე შენი ბიზნესი ოპტიმოსთან ერთად.

 

 

(R)

ავტორი: თეონა აბესაძე

X