21:29 | 2021-04-02 ავტორი: Prime Time

როგორღაც აუცილებლად ჩავალ საქართველოში! – ვლადიმერ პოზნერი

როგორღაც აუცილებლად ჩავალ საქართველოში! – ვლადიმერ პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი გამოცემა NEWS.ru-სთან აცხადებს, რომ ის, მიუხედავად პროტესტებისა, აუცილებლად ჩამოვა ისევ საქართველოში.

 

„იქ ისევ წავალ, რატომაც არა. ამას სულაც არ გამოვრიცხავ. იქ უამრავი მეგობარი მყავს. როგორღაც, აუცილებლად წავალ საქართველოში“ – აცხადებს ჟურნალისტი.

 

პოზნერმა 1 აპრილს დაგეგმილზე ადრე დატოვა თბილისი. მას სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაუშალეს თავისი 87 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოს დედაქალაქში, როცა ყველგან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პოზნერი გამოჩნდა. აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა.

 

პროტესტი პოზნერის განცხადებებს აპროტესტებდნენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხებოდა და ამასთან მოითხოვდნენ, რომ მას პასუხი უნდა ეგო ქვეყანაში არსებული გადაადგილების შეზღუდვის იგნორირების გამო.

 

მას შემდეგ, რაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები დაჯარიმდნენ, მათ საქართველოს დატოვება ჩარტერული რეისით მოუხდათ.

ავტორი: Prime Time

X