
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
თბილისი – ღამით +6°, დღისით +21°, უმეტესად უნალექოდ; სოხუმი – ღამით +9°, დღისით +21°, უმეტესად უნალექოდ.
ბათუმი – ღამით +8°, დღისით +22°, უმეტესად უნალექოდ; ფოთი – ღამით +7°, დღისით +23°, უმეტესად უნალექოდ.
ზუგდიდი – ღამით +7°, დღისით კი +21°, უმეტესად უნალექოდ; ქუთაისი – ღამით +9°, დღისით +22°, უმეტესად უნალექოდ.
მესტია – ღამით -2°, დღისით +17°, უმეტესად უნალექოდ; ბორჯომი – ღამით -2°, დღისით კი +20°, უმეტესად უნალექოდ.
ახალციხე – ღამით -2°, დღისით კი +20°, უმეტესად უნალექოდ; ცხინვალი – ღამით 0°, დღისით +19°, უმეტესად უნალექოდ.
რუსთავი – ღამით +5°, დღისით +22°, უმეტესად უნალექოდ; თელავი – ღამით +6°, დღისით +20°, უმეტესად უნალექოდ.
ლაგოდეხი – ღამით +6°, დღისით +22°, უმეტესად უნალექოდ; სიღნაღი – ღამით +7° დღისით კი +19°, უმეტესად უნალექოდ.
ცაგერი – ღამით +2°, დღისით კი +20°, უმეტესად უნალექოდ; ბახმარო – ღამით -1°, დღისით +14°, უმეტესად უნალექოდ.























