
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი თამარ გულედნი განმარტავს, 31 ოქტომბერს თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. შესაძლოა ხანმოკლე წვიმა იყოს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში. მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.






















