00:21 | 2021-09-01 ავტორი: Prime Time

როგორი ამინდი იქნება 1-ელ სექტემბერს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება 1-ელ  სექტემბერს საქართველოში

2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

„დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

პირველი სექტემბრის ამინდის პროგნოზი კი ასეთია:

 

ხვალ ბათუმსა და ფოთში 28 გრადუსი სითბო იქნება.

 

+28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც.

 

ზუგდიდში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

 

+30 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეშიც.

 

+32 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.

 

ლენტეხში +29, ცაგერსა და ამბროლაურში კი +28 გრადუსია მოსალოდნელი.

 

+31 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

 

გორში +33 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

 

+35 გრადუსი იქნება თბილისში.

 

რუსთავში 36 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

 

32 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +34 გრადუსია ნავარაუდევი.

 

მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X