09:19 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში

26 ოქტომბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. დღე უნალექო იქნება.

 

იაპონიის პრინცესამ რიგით მოქალაქეზე იქორწინა, რითაც სამეფო წოდება დაკარგა
2021-10-26იაპონიის პრინცესამ რიგით მოქალაქეზე იქორწინა, რითაც სამეფო წოდება დაკარგა

 

მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

 

+9 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

 

გორში მზიანი დღე +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

 

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

 

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ოჯახს შეხვდა
2021-10-26ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ოჯახს შეხვდა

 

 

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

 

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

 

რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X