09:56 | 2021-03-06 ავტორი: Prime Time

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

 

დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი: Prime Time

X