16:34 | 2021-06-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი – მომდევნო 5 დღის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი – მომდევნო 5 დღის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.

 

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატზე განცხადებას ავრცელებს
2021-06-07ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატზე განცხადებას ავრცელებს

 

9 -12 ივნისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 8 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, 9-12 ივნისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X