08:17 | 2021-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ოქტომბერს 17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X