17:24 | 2021-05-10 ავტორი: ნინი ტაველიძე

როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ინდოეთში

როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ინდოეთში

ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის.

 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

ინდოეთში ინფექციის შემთხვევების სწრაფი მატება მარტის შუა რიცხვების შემდეგ დაიწყო. 30 აპრილს კი პიკს მიაღწია. კერძოდ, ქვეყანაში დღიურად კოვიდის 400 000 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

3 მაისს შემთხვევებმა თითქოს იკლო, კერძოდ დღიური მაჩვენებელი 360 000-ზე ნაკლები იყო.  თუმცა, ბოლო დღეებში შემთხვევებმა კვლავ იმატა.

 

6 მაისს ქვეყანაში 414,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული 24 საათის მანძილზე კი 366,161-ი.

 

 

ტესტირება

 

ინდოეთში ყოველდღიურად კოვიდზე 2 მილიონამდე ტესტი ტარდება.

 

აპრილის შუა რიწცხვებში დელიში დღეში კორონავირუსის დაახლოებით 100,000 ტესტი ტარდებოდა. აპრილის ბოლოს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ტესტირების რიცხვმა 20%-ით იკლო.

 

ინდოეთი ძირითადად კოვიდის ტესტის ორ სახეობას იყენებს: PCR და სწრაფი ტესტები.

 

აპრილის მონაცემებით, დელიში ჩატარებული ტესტების 35%-ი სწორედ სწრაფი იყო.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X