
ახალი კორონავირუსის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს სასწავლო დაწესებულებში სწავლა პირველ აპრილამდე გადაიდო.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაწესებულებების ნაწილი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამ თემაზე სოციალურ ქსელში ბევრი პოსტი და ხუმრობა დაიწერა. მათ შორისაა ავთანდილ ვაშაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ განახლებული ვერსია, რომელშიც ასახულია როგორ განვითარდებოდა მოვლენები ნაწარმოები კორონავირუსის გავრცელბის ჟამს რომ დაწერილიყო.
ავთანდილ ვაშაძემ ნაწარმოების ცნობილი სცენა გააცოცხლა და Facebook-გვერდზე „ისტორია ფერებით“ გამოაქვეყნა:
„– ჩიგოგიძე!
– ონლაინ ვარ, მასწავლებელო!
– კალანდაძე!
– აგერ ვანათებ, მასწავლებელო!
– სიხარულიძე!
– ვინდოუსი აქვს გადასაყენებელი, მასწავლებელო და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა თიმ ვიუერი ჩაურთეს.
– მთელი კლასტი ვერ ჩაერთეთ? – იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
– სერვერზე თიმ მემბერისთვის ფრი სფეისი აღარ დარჩა, თორემ ჩავერთვებოდით
– ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! – ყვირის მასწავლებელი და მაუსს ხაოზე ურტყამს.
– აქ ვანთივარ, პატივცემულო მასწავლებელო!
– მასეთი ნათება და ოფლაინ ყოფნა ერთი და იგივეა!
– ონლაინ-ოფლაინ, საკითხავი აი ეს არის!“.






















