
48 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც წუხელ, თამარაშვილზე ველოსიპედით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მას ოპერაცია დღეს ჩაუტარდა.
„ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამჟამად, ინტენსიურ განყოფილებაშია. ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – გვითხრეს კლინიკაში.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, რომელიც რამდენიმე წუთში მოხდა.























