
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს და 81 წლის დედას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
„პრაიმტაიმი“ თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა და დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
ჩარკვიანის თქმით, დედა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
„დედა რესპუბლიკურში წევრს, მისი მდგომარეობა კრიტიკული არ არის. გუშინ ძალიან ცუდი დღე იყო, დღეს შედარებით უკეთ გრძნობს თავს. ყველაფერს აკეთებენ ექიმები“,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.























