12:17 | 2021-12-07 ავტორი: Prime Time

როგორია ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი პროგნოზი

როგორია ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

 

9 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.

 

ქ. თბილისში 9 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ავტორი: Prime Time

X