
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება, ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.
5 დეკემბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს დიდ ქალაქებში:
თბილისი ღამით +5°, დღისით +7°, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი.
სოხუმი ღამით +7°, დღისით +15°, უნალექოდ.
ბათუმი ღამით +8°, დღისით +16°, შენარჩუნდება უნალექო ამინდი.
ფოთი ღამით +8°, დღისით +17°, უნალექო ამინდი იქნება.
ზუგდიდი ღამით +5°, დღისით კი +15° შენარჩუნდება უნალექო ამინდი.
ქუთაისი ღამით +9°, დღისით +14° დღე უნალექოდ ჩაივლის.
მესტია ღამით -3° და დღისით +10°, უნალექო ამინდი იქნება.
ბორჯომი ღამით 0°, დღისით კი +7°, მოსალოდნელია უნალექო დღე.
ახალციხე ღამით -4° იქნება, დღისით კი +9°, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავი ღამით +4°, დღისით +7°, უმეტესად უნალექოდ.
თელავი ღამით ტემპერატურა +3°, დღისით კი +6°, უმეტესად უნალექოდ.






















