
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძეს მკურნალობის პერიოდში სერიოზული გართულება არ ჰქონია.
„სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები და ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, გამოჩნდება რომელ ეტაპზე გადავა ის. შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის შვილს ნიკოლოზ ამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
























