
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ – 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ამომრჩეველს გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, თბილისში საარჩევნო უბნებზე 387 771 ამომრჩეველი მივიდა, რაც 38.7%-ია.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 97 საჩივარი. მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს 17:00 საათის მდგომარეობით მოსახლეობის აქტივობა 41, 35% იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:






















