12:45 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

როგორია ბათუმში დაინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ბათუმში დაინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმის სამშობიაროში კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტების რიცხვმა 16-ს მიაღწია. როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„ამ ეტაპზე გვყავს 16 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე ქალბატონი. დაგვემატა ოთხი. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. არც ტემპერატურა და არც სხვა რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ. რა თქმა უნდა იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვე“- განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

 

დღეს ასევე, 13 არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის არის 9 თვის ბავშვი. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 54 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 29 არასრულწლოვანია. 

 

” 54 პაციენტიდან 29 არასრულწლოვანია. ყველაზე პატარა ცხრა თვის ბავშვია, რომელიც გუშინ შემოვიდა კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია. ორს აღენიშნება მსუბუქი ფორმით პნევმონია. სულ პნევმონია აღენიშნება რვა პაციენტს. მძიმე პაციენტები არ გვყავს მოლოდინის რეჟიმში არის 35 პაციენტი”- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ციური აბულაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებუილა 1435 ადამიანი.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X