12:11 | 2020-04-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია CoVid-19-ით ინფიცირებულების მდგომარეობა – სრული ინფორმაცია ყველა კლინიკიდან

როგორია CoVid-19-ით ინფიცირებულების მდგომარეობა – სრული ინფორმაცია ყველა კლინიკიდან

დღეის მდგომარეობით საქართველოში კოროანვირუსის 306 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები განმარტავენ იმ პაციენტების მდგომარეობას, რომლებიც მათთან არიან მოთავსებულები.

 

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობს 42 პაციენტი, აქედან ვირუსი დადასტურებულია აქვს 21-ს.

 

„ამჟამად 9 პაციენტია საყურადღებო, რომელშიც მოიაზრება ორმხრივი პნევმონია.

 

ასევე, 18 წლამდე ასაკის პაციენტია 7, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

 

ასევე, ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები, რომელთან ვირუსი აქვთ დადასტურებული. 

 

ინფექციური საავადმყოფო

 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 237 პაციენტი მკურნალობს.

 

მძიმე პაციენტები:

 

„39-დან 2 მძიმე პაციენტი გვყავს, პრობლემური, რომელიც კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და გუშინდელს მერე დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. არასრულწლოვნები ამ ეტაპზე გვყავს ექვსი, ერთი ყველაზე პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”,- აღნიშნავს ეზუგბაია.

 

გამოჯანმრთელებულები:

 

„ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებული 46-ია. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ დაახლოებით ხუთ პაციენტზე და გაგრძელდება ამათი კვლევა. დღეს ასევე პირველ ჯერზე კვლევები ტარდება დაახლოებით 8 პაციენტზე“,- აცხადებს ეზუგბაია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 91 პაციენტი მკურნალობს, რომლიდანაც ინფიცირებულია 75.

 

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან, ყველას მდგომარეობა მძიმეა.

 

„რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარება არის მძიმე

 

ასევე,  37 პაციენტს აქვს პნევმონია, იმყოფებიან მაღალ სიხშირული ჟანგბადის პარამეტრებზე“,- აღნიშნავს რატიანი.

 

რაც შეეხება ორსულს და მოზარდებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება რამდენიმე ექიმიც.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო 

 

ამჟამად საავადმყოფოში 11 ინფიცირებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„არცერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობასთან პნევმონია არის დადგენილი, თუმცა არ პროგრესირებს, რაც დამაიმედებლად მიმაჩნია.

 

ორი პაციენტიდან, რომლებიც მძიმედ იყვნენ, ერთ-ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მართვით სუნთქვაზე აღარ არის. მეორეს მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, მაგრამ იქაც გაუმჯობესება გვაქვს“,- აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

 

 

დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავრჩეთ! - ლევან რატიანი
2020-04-15დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავრჩეთ! - ლევან რატიანი
 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 306 ადამიანია. 

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X