
18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი.
პაციენტები სხვადასხვა კოვიდ ცენტრში არიან გადანაწილებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.
ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში სულ 257 პაციენტი მკურნალობს. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 ბოლნისის, ხოლო 3 ზუგდიდის კლასტერს განეკუთვნება.
ბოჭორიშვილის კლინიკა
ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 51 პაციენტი იმყოფება, აქედან კოვიდ ინფექცია 43-ს აქვს დადასტურებული.
კლინიკაში 10 მოზარდი რჩება. რეანიმაციაში კი ორი მკურნალობს, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
„ბოლო 24 საათში შემოვიდა 6 ახალი პაციენტი. ესენი არიან ბოლნისის კლასტერიდან და საკარანტინე სივრციდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ დეპარტამენტში. 4 პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელებას, აქედან ერთ-ერთი ბავშვია“,- აღნიშნავს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი.
ინფექციური სააფადმყოფო
ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტი მკურნალობს. მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ისიც უკვე მძიმე ინტენსიური პაციენტია და ჯერჯერობით კვლავ მოიხმარს ჟანგბადს.
ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტია შეყვანილი.
ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. მხოლოდ ორი არის არასრულწლოვანი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება. როგორც კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, ბოლო 10 დღეა კლინიკაში ახალი პაციენტი აღარ მიუღიათ.
ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე დადებითი დინამიკით.
დღეს კლინიკაში 11 პირველად პასუხს ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3890 ადამიანი. სტაციონარში რჩება 357






















