11:21 | 2020-04-28 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

28 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 511 ადამიანია დაინფიციერბული. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან გადანაწილებულები.

 

კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი ინფიცირებულის წყარო ჯერჯერობით უცნობია, დანარჩენი ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს კლასტერს ეკუთვნის.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 65 პაციენტი მკურნალობს, აქედან ვირუსი 54-ს აქვს დადასტურებული

 

კლინიკას დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 გადმოყვანილია ბოლნისიდან და შინდისიდან.

 

კლინიკაში მოთავსებულია 11 მოზარდი.

 

ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ არის.

 

11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3 ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

ინფექციურ საავადმყოფოში სულ მკურნალობს 43 დადასტურებული პაციენტი.

 

ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ.

 

ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ 5 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე. მათ მწვავე პნევმონია აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

 

საავადმყოფოში რჩება 11 მოზარდი. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 105 პაციენტი იმყოფება, აქედან ვირუსი 86-ს აქვს დადასტურებული.

 

რეანიმაციაში იმყოფება 8 პაციენტი.

 

კლინიკაში დღეს 16 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან. თუ განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი აპსუხი აჩვენა, ისინი დატოვებენ კლინიკას.

 

ასევე, კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდა PCR ტესტირება, რომელთა პასუხები უარყოფითი იყო.

 

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

 

ქუთაისის ინფექციური 

 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კიდევ ერთი ინფიცირებული შეიყვანეს.

 

ამჟამად საავადმყოფოში 18 პაციენტი მკურნალობს.

 

კლინიკის ექიმის ცნობით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯამში ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის დღეს 2.

 

14 ახალი შემთხვევა - საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა
2020-04-2814 ახალი შემთხვევა - საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 156-ს შეადგენს.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4833 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

კორონავირუსის გამო გაგამოცხადებული კარანტინის შეზღუდვები

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: თეონა ყაჭიური

X