
ტომ ჰენკსი თავის მეუღლესთან, რიტა უილსონთან ერთად იზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობმა საკუთარი ფეისბუქზე დაწერა. ის აღნიშნავენ, რომ თავს კარგად გრძნობს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ დაგვიდასტურეს Covid-19 ვირუსი და ჩვენ ვიმყოფებით იზოლაციაში. ჩვენს ქვემოთ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ“, – აღნიშნავენ მსახიობი და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავურ წყვილს კორონავირუსი დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ავსტრალიაში იმყოფებიან.






















