
31 მაისს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, ხოლო ღამით +18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერის ტემპერატურა +31, ხოლო ღამით +18 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.






















