10:23 | 2021-05-16 ავტორი: Prime Time

როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

16-17 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 17 მაისს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

„16-17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: Prime Time

X