10:14 | 2021-02-27 ავტორი: Prime Time

როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა.

 

28 თებერვალს შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1 მარტსაც.

 

გიორგი გახარიას პირველი ფოტო გადადგომის შემდეგ - ის კოსტავას  ქუჩაზე გამოჩნდა
2021-02-26გიორგი გახარიას პირველი ფოტო გადადგომის შემდეგ - ის კოსტავას ქუჩაზე გამოჩნდა

 

ქ. თბილისში 26-28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 1 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26-27 თებერვალს ღამის სათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით 27-28 თებერვალს +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ავტორი: Prime Time

X