12:12 | 2021-05-01 ავტორი: Prime Time

როგორია ეკლესიებში შაბათ-კვირის მსახურებების განრიგი

როგორია ეკლესიებში შაბათ-კვირის მსახურებების განრიგი

საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში მსახურებების განრიგს აქვეყნებს.

 

„დღეს, შაბათს, საღამოს, 9:00 საათზე, წაკითხული იქნება შუაღამიანის ჟამნი და გარდამოხსნა შესვენდება საკურთხველში.

 

23:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, წაკითხული იქნება სააღდგომო ეპისტოლე და 24:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა, რომელსაც მიებმის საზეიმო ცისკარი ბრწყინვალე აღდგომისა და საღმრთო ლიტურგია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

რა მოხდება თუ ადამიანი შეზღუდვის მიუხედავად საფლავზე მაინც გავა
2021-05-01რა მოხდება თუ ადამიანი შეზღუდვის მიუხედავად საფლავზე მაინც გავა
ავტორი: Prime Time

X