19:04 | 2021-11-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალის“ მორიგე ექიმი, თერაპევტი ვალერიან ლობჟანიძე აცხადებს.

 

ექიმის თქმით, მისი სახლში გაწერა ჯერჯერობით, არ იგეგმება.

 

„ელენე ხოშტარია გადის მკურნალობისა და შეიძლება ითქვას, რეაბილიტაციის კურსს. მდგომარეობა მისი არის სტაბილური, თუმცა საყურადღებო, გამომდინარე შიმშილობის პერიოდიდან, რაც მან გადაიტანა. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, ლაბორატორიული და სხვა პარამეტრების. პერიოდულად უტარდება ინფუზიური თერაპია. ამ ეტაპზე მისი გაწერა არ იგეგმება, უნდა მოხდეს სრულფასოვანი კვების აღდგენა”, – ამბობს ექიმი.

 

ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი 17-დღიანი შიმშილობის შედეგ ორი დღეა, რაც კლინიკაში მკურნალობს. ის ჯერჯერობით, სპეციალურ საჭმელს მიირთმევს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

მეგის ქარდავამ გაუპატიურებისმუქარით აიძულა პატიმარი თავისივე დაწერილი ჩვენება შეეჭამა

 

12 წლის ბიჭზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით სამეგრელოში 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს

 

VIDEO: „ყოველ საღამოს უყურებდა ცოტნე, როგორ ჩაჰყავდათ გარდაცვლილები სარდაფში“ – მანანა არჩვაძე-გამსახურდია უმძიმეს ისტორიას იხსენებს

 

საქართველოში ქორწინებამ იკლო, თუმცა მოიმატა მეორედ ქორწინების მსურველი ქალების რიცხვმა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X