13:18 | 2021-11-20 ავტორი: Prime Time

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმატოლოგი ალექსანდრე მხარგრძელი ავრცელებს.

 

მისი თქმით, ელენე ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას ინტრავენური გადასხმები უკეთდება

 

“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა,” – აღნიშნა ალექსანდრე მხარგრძელმა.

 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია ნიშნად 15 დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში შიმშილობდა. პოლიტიკოსმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

 

ხოშტარია შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადის.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

არ მახსოვს პირველი პრეზიდენტის შიმშილობა რომ გტკიოდათ, არცერთი თქვენთაგანი არ მახსოვს ჩეჩნეთში, პანაშვიდებზე – გიორგი კალანდიას მიმართვა

 

VIDEO – როგორია მამა პეტრეს დილის რუტინა

 

„მე მაქვს და მინდა დაგიბრუნო“ – სოცქსელში 5-ლარიანის პატრონს ეძებენ

 

ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა

 

ორი შვილი მყავს, ერთი ფეხსაცმელი აქვთ, რიგ-რიგობით დადიან სკოლაში – შიო მღვიმელის აქამდე უცნობი წერილი

 

ავტორი: Prime Time

X