12:26 | 2020-05-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

7 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 275 პაციენტი.

 

პაციენტების სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან მოთავსებულები. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, მათ შორის 3 კარანტინიდან არის გადმოყვანილი.

 

სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა 

 

ბოჭორიშვილის კლინიკაში 84 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდ ინფექცია 68-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

 

9 პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

როგორც ცნობილია, ყვარლიდან ჩამოყვანილი ქალი, რომელსაც ჩაღრმავებული კვლევით ვირუსი არ დაუდასტურდა, კარანტინშია გადაყვანილი.

 

ინფექციური საავადმყოფო 

 

ინფექციურ საავადმყოფოში 47 პაციენტი რჩება. დღეს საავადმყოფოს არცერთი პაციენტი არ დამატებია.

 

ერთის მდგომარეობა უკვე ერთი კვირაა კრიტიკულია.

 

„ამ 1 კვირის განმავლობაში სტაბილიზაცია ვერ იქნა მიღებული, დაავადება მაინც მცირედ, მაგრამ როგორც კლინიკის, ისე ლაბორატორიული მონაცემებით, პროგრესირებს, ამიტომ დღეს პროგნოზირებაზე ლაპარაკი შეუძლებელია.“,- ამბობს მარინა ეზუგბაია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 72 პაციენტი მკურნალობს, აქედან ვირუსი 58-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკიდან დღეს ერთი პაციენტი გაეწერება.

 

4 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, აქედან ორის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი კი მძიმედ რჩება და  ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზეა.

 

​დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულება არცერთ მათგანთან არ აღინიშნება.

 

კლინიკაში ასევე იმყოფება ორი ორსული. მათი მდგომარეობაც სტაბილურია. ხდება ნაყოფების მონიტორინგი.

 

კარგი ამბავი! - კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
2020-05-07კარგი ამბავი! - კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 

კორონავირუსისგან 9 პაციენტია გარდაცვლილი.

 

კარანტინის რეჟიმში – 5002

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 485 მოქალაქე იმყოფება.

 

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 3-ს შეადგენს.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X