23:24 | 2021-03-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 1 თვეა კლინიკაშია

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 1 თვეა კლინიკაშია

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, მსახიობი დაახლოებით ერთი თვეა კლინიკაში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

 

“სტაბილურად მძიმე პაციენტია. აპარატზე არ გადასულა, მაგრამ მძიმეა. დიდი ხანია ჩვენთანაა, ერთი თვე იქნება, რაც გაუმჯობესება არ შეინიშნება”, – განუცხადა ლალი ტურძელაძემ ინტერპრესნიუსს.

 

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X