11:06 | 2020-12-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

4 321 კოვიდდადებითი და 42 გარდაცვლილი – 6 დეკემბრის მონაცემები

4 321 კოვიდდადებითი და 42 გარდაცვლილი – 6 დეკემბრის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 321 ადამიანს დაუდასტურდა, 4 301 კი გამოჯანმრთელდა, -გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 504 მოქალაქე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 6, აჭარაში – 262, ხოლო იმერეთში – 28. სულ 6 ოქტომბრიდან – 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 19 986 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 799 პირი, აჭარაში – 11 495, იმერეთში – 5 316.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X