
გუშინ ღამით ე.წ „ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე მამაკაცი პოლიციამ დააკავა.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად 44 წლის გია ბოლქვაძე გარდაიცვალა.
დაჭრილია 30 წლამდე მამაკაცი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი კლინიკა „მედინაშია“ მოთავსებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია და ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























