14:14 | 2021-04-20 ავტორი: Prime Time

როგორია მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრეს

როგორია მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრეს

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, შოთა ტოტელიშვილი, განმარტავს, როგორია ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ​

 

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას გამჭოლი ჭრილობები მარჯვენა მხრის და მარჯვენა ბარძაყის არეში აღენიშნება.

 

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში. მას აღენიშნება მარჯვენა მხრის და მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან, ზომიერი სისხლდენით. პაციენტი მოთავსდა გადაუდებელ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდა ჭრილობების პირველადი დამუშავება. ამ ეტაპზე სისხლდენა შეჩერებულია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა ექიმმა.

ავტორი: Prime Time

X