19:33 | 2021-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორია მარნეულში საარჩევნო უბანზე დაჭრილი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის მდგომარეობა

როგორია მარნეულში საარჩევნო უბანზე დაჭრილი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის მდგომარეობა

მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი პირი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

 

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, როგორც „ლეიბორისტები“ ამბობენ, ეს უკავშირდება დაზარალებულის პოლიტიკურ საქმიანობას, რადგან ის მათი პარტიის აგიტატორი იყო.

 

„პრაიმტაიმის ინფორმაციით „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა დაჭრა.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X