23:20 | 2021-10-15 ავტორი:

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – საპატიმროში ექიმი შეუშვეს

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – საპატიმროში ექიმი შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ბევრად რთულ ვითარებას ელოდა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა ასეთი მომენტიც დადგება.

 

“როგორც იქნა, შევედი და ვნახე. ბოლოს რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს ველოდი, მაგრამ ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს. ასე რომ, გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს, თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. შიმშილს არ წყვეტს, წყალს სვამს და ჩაის. ველოდი უფრო უარესს. განწყობა აქვს მხნე, ძალიან გაუხარდა გუშინდელი აქცია, მაგაზე მელაპარაკებოდა ახლა. ჯერჯერობით არ არის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება, მაგრამ დადგება ეგ მომენტიც. ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა.

 

ცნობისთვის, უკვე მე-15 დღეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს.

ავტორი:

X