
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.
ის საავადმყოფოში გულის მოციმციმე არითმიით გუშინ შეიყვანეს.
როგორც ნიკოლოზ სააკაშვილის შვილი, გიორგი სააკაშვილი განმარტავს მისი მდგომარეობა გასაკვირი არ არის რადგან ბოლო დროს სანერვიულო არ აკლია.
“ნორმალურად არის, არაფერი საგანგაშო, გუშინ მოციმციმე არითმიის ნიშნები ჰქონდა და და უბრალოდ გადამოწმების მიზნით დღეს წავიყვანეთ გასასინჯად, ყველაფერი გაიკეთა ხვალ იქნება სახლში. ოპერაცია არ დაჭირვებია,ხვალ გამოწერენ საავადმყოფოდან”,- განუცხადა გიორგი სააკაშვილმა “პრაიმტაიმს”.
შეგახსენებთ რამდენიმე წუთის წინ განხდა ცნობილი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა,ნიკოლოზ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი.























