00:13 | 2021-10-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

წნევა, პულსი, სატურაცია – როგორია მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ამ დროისთვის

წნევა, პულსი, სატურაცია – როგორია მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ამ დროისთვის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გართულდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დაახლოებით 1 საათის წინ, სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

„სიტუაცია დამძიმდა… მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა… ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა… უარს ამბობობს თაფლის და წვენების მიღებაზე და ახლა მხოლოდ წყალს სვამს… მიშას აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს… უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X