12:55 | 2021-09-09 ავტორი: Prime Time

როგორია მიტროპოლიტ ზოსიმეს მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

როგორია მიტროპოლიტ ზოსიმეს მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„დღეს დილით დამძიმდა“ -  საპატრიარქო მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს
2021-09-09„დღეს დილით დამძიმდა“ - საპატრიარქო მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

 

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მიტროპოლიტს სწრაფმა ტესტმა კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა სხვა ინფექციებზე კვლევა მიმდინარეობს.

 

„პაციენტი შემოყვანილი იყო გუშინ, გონების დაბინდვის, მეტყველების გაძნელების და ძილიანობის ნისნებით, რაც იძლეოდა ეჭვს, რომ იყო ინსულტი, თუმცა ჩატარებულმა რადიოლოგიურმა კვლევებმა ეს არ დაადასტურა ეს დიაგნოზი.

 

შემდგომში უკვე კვლევები გაგრძელდა სხვა მიმართულებით. სახეზეა ნიშნები, რომელიც გაფიქრებინებს ვიძიოთ ინფექციური და ტოქსიკური აგენტების არსებობა. შეიძლება ეს მოხვედრილიყო საკვებში, თუმცა პაციენტის გამოკითხვით არ დგინდება რაიმე ტოქსიური საკვების მიღება” – განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა.

 

ნახეთ სხვა სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X