08:00 | 2020-05-13 ავტორი: თათია ცუკოშვილი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს.

 

„14 მაისიდან საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. რაც შეეხება თბილისს, 13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X