15:43 | 2020-08-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

 

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება
2020-08-14რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება

 

აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X